სინოფარმით ვაქცინაციის პროცესში 18 წლის ზემოთ მოქალაქეები ჩაერთვებიან

საქართველო, თბილისი - 12:57 | 27.04.2021
ნანახია: 675

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სინოფარმით ვაქცინაციის პროცესში 18 წლის ზემოთ მოქალაქეები ჩაერთვებიან.

"გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ 18 წლის ზევით მოქალაქეებისთვის დღეს, 20:00 საათზე გაიხსნება პორტალი, სადაც მათ შეეძლებათ დარეგისტრირება ვაქცინაციისთვის. ამის საფუძველი გახლავთ, რომ არსებობს არაერთი მნიშვნელოვანი კვლევა, სადაც 18-დან 60 წლამდე მოქალაქეებისთვის სინოფარმი არის უსაფრთხო ვაქცინა. შესაბამისად, საბჭო დაეყრდნო საერთაშორისო გადაწყვეტილებას და შესაძლებლობას ვაძლევთ ჩვენს მოქალაქეებს, აიცრან სინოფარმით". - ამბობს ტიკარაძე.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე