სამარცხვინო საქციელია, როგორ იქცევიან ადამიანები, ვინც თავიანთ თავს მორწმუნეებს უწოდებენ - მეუფე ნიკოლოზი

საქართველო, თბილისი - 15:29 | 25.04.2021
ნანახია: 551

სამარცხვინო საქციელია, როგორ იქცევიან ადამიანები, ვინც თავიანთ თავს მორწმუნეებს უწოდებენ, - განაცხადა სალხინოს ტაძრის ეზოში, დღევანდელ ხელჩართულ ჩხუბი შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა.

"სამარცხვინო საქციელია, როგორ იქცევიან ადამიანები, ვინც თავიანთ თავს მორწმუნეებს უწოდებენ. ეს რა საქციელია, რა მანერებია, რა ზრდილობაა, რა ქრისტიანობაა, მე არ ვიცი. ვინ სად წაიკითხა წიგნში ასეთი რამე. მე მინდა დაგარწმუნოთ ყველანი, რომ აუცილებლად დალაგდება ყველაფერი, მოწესრიგდება" - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

მთელი დღის განმავლობაში დაძაბული იყო სიტუაცია სალხინოს ტაძარში, სადაც მეუფე სტეფანეს მხარდამჭერები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე