საქართველოში კორონავირუსის 966 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 14:34 | 25.04.2021
ნანახია: 504

საქართველოში კორონავირუსის 966 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 222 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 23 888 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 974, პისიარტესტით – 16 914.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,04%, ბოლო 14 დღის – 3,96%, ბოლო 7 დღის – 4,57%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 303 751 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 285 971 გამოჯანმრთელდა, 4 025 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 222, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 582 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 717 პირი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე