საქართველოში 4 000-ს გადააჭარბა COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ

საქართველო, თბილისი - 12:26 | 24.04.2021
ნანახია: 511

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 15 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 007 პირი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 31 958 ტესტირებით გამოვლინდა 1 250 ახალი შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 302 785-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 463 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 284 749-მდე.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე