მოსაზრება, რომ შესაძლოა, გარკვეული შეზღუდვები გაუქმდეს, სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან ველოდებით პიკურ მაჩვენებელს - ტიკარაძე

საქართველო, თბილისი - 13:15 | 23.04.2021
ნანახია: 580

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაწესებული შეზღუდვები არ გაუქმდება, რადგან ქვეყანა კორონავირუსის პიკური მაჩვენებლის მოლოდინშია.

"მოსაზრება, რომ შეიძლება გარკვეული შეზღუდვები გაუქმდეს, სიმართლეს არ და ვერ შეესაბამება, ვინაიდან ჩვენ ვიმყოფებით ისეთ სტადიაზე, ველოდებით პიკურ მაჩვენებელს მესამე ტალღას, რა თქმა უნდა, ჩვენთან მიმდინარეობს საუბარი რა დამატებითი ღონისძიებები ჩატარდეს, იმისათვის, რომ სიტუაცია ვმართოთ ლოკალურ დონეზე, საბჭო ამის შესახებ ასევე ისაუბრებს ორშაბათს, ეკლესიის მხარდაჭერა, როგორც შარშან იქნება ისევ მაღალი. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს არ იქნება რადიკალური და კატეგორიული შეზღუდვები", - თქვა ტიკარაძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე