რეინფიცირების რისკი იზრდება - ამირან გამყრელიძე

საქართველო, თბილისი - 17:20 | 21.04.2021
ნანახია: 587

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რეინფიცირების შემთხვევების მატების რისკი იზრდება. ამირან გამყრელიძის თქმით, შარშან საქართველოში - ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, რეინფიცირების მხოლოდ ერთეული შემთხვევები იყო, ახლა კი ხელმეორედ დაინფიცირების შემთხვევები ახალმა შტამებმა, შესაძლოა, გაზარდოს.

"არამხოლოდ ბრიტანულმა შტამმა, არამედ არის ე.წ. ორმაგი შტამი ინდოეთის, ბრაზილიური შტამი, სამხრეთ ამერიკული შტამი... ჯერჯერობით, ეს შტამები ჩვენთან არ არის, მაგრამ დღეს რაც ცირკულირებს ქვეყანაში, ეს არის, ძირითადად, ბრიტანული შტამი“,- ამბობს ამირან გამყრელიძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე