გიორგი კვირიკაშვილმა იუსტიციის მინისტრს ფიზიკური შეურაცხყოფისთვის სასჯელის გადახედვას სთხოვა

საქართველო, თბილისი - 10:40 | 29.01.2016
ნანახია: 1533

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იუსტიციის მინისტრს ფიზიკური შეურაცხყოფისთვის გათვალისწინებული სასჯელის და შესაბამისი კანონმდებლობის გადახედვა სთხოვა.

„მინდა ვთხოვო იუსტიციის მინისტრს, იქნებ გადავხედოთ, რას ითვალისწინებს ჩვენი კოდექსი ფიზიკური შეურაცხყოფისთვის, ფულადი ჯარიმებია ეს, თუ სხვა სახის მსუბუქი სასჯელი. მე არ მინდა, მეორე უკიდურესობაში გადავარდეთ, მაგრამ ბევრ ცივილიზებულ სამყაროში უფრო მკაცრი სასჯელებია გათალისწინებული და იქნებ ამ კუთხითაც გარკვეული პრევენცია გაგვეკეთებინა არჩევნებამდე,“–განაცხადა პრემიერმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე