საქართველოში კორონავირუსის 818 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 14:05 | 18.04.2021
ნანახია: 842

საქართველოში კორონავირუსის 818 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 783 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 14 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 18 822 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10 197, პისიარტესტით – 8 625.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,35 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,98 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 3,41 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 295 358 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 280 915 გამოჯანმრთელდა, 3 939 კი გარდაიცვალა.

ქვეყანაში სულ აცრილია – 29 184 პირი, დღიურად აცრილია – 1 530 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმშია 310, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 982 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 439 პირი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე