შუახევში ხანძრის შედეგად 3 საცხოვრებელი სახლი და საქონლის სადგომები დაიწვა

საქართველო, თბილისი - 09:42 | 16.04.2021
ნანახია: 944

გუშინ, გვიან ღამით, შუახევში, სოფელ ბარათაულში სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის გამო 14 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. დაიწვა საქონლის სამი სადგომიც.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარს 16 შინაური პირუტყვი ემსხვერპლა. ხანძრის კერა ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩნდა, ცეცხლი სხვა შენობებზეც მალე გავრცელდა, ადგილზე ქედისა და შუახევის რამდენიმე სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. ამ დროისათვის ცეცხლი ლოკალიზებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები ამ დროისთვის დროებით საცხოვრებლებში გადაიყვანეს, მიმდინარეობს ზარალის შესწავლა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე