აშშ შავ ზღვაში სამხედრო ხომალდებს აღარ გაგზავნის

საქართველო, თბილისი - 10:56 | 15.04.2021
ნანახია: 169

შეერთებულმა შტატებმა შეატყობინა ანკარას, რომ ბოსფორის გავლით, შავ ზღვაში ორი სამხედრო ხომალდის გაგზავნის გადაწყვეტილება გააუქმა. ინფრომაციას დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით, თურქული ტელეკომპანიები ავრცელებს.

მედიის ცნობით, აშშ-ის საელჩომ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აცნობა, რომ ხომალდები 15 აპრილს აღარ შევლენ შავ ზღვაში.

ოფიციალურ წყაროებს ჯერჯერობით ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებიათ.

გასულ კვირას ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შავ ზღვაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ორი გამანადგურებელი "დონალდ კუკი" და "რუზველტი" მორიგეობით 14 და 15 აპრილს შევიდოდნენ, 4 და 5 მაისს კი უკან გაბრუნდებოდნენ. ინფორმაციას ადასტურებდა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც.

მანამდე ტელეკომპანია CNN-ი იტყობინებოდა, რომ შეერთებული შტატები, უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო აქტივობის ზრდის ფონზე, უკრაინის მხარდაჭერის დემონსტრირებისთვის, შავ ზღვაში სამხედრო გემების გაგზავნას განიხილავდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე