ყველას უნდა ჰქონდეს სკოლაში მეგრული და სვანური ენების არჩევით შესწავლის საშუალება - სალომე ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 18:35 | 14.04.2021
ნანახია: 776

ყველა მსურველს უნდა ჰქონდეს სკოლაში ამ ენების არჩევით შესწავლის საშუალება და არ უნდა ვემორჩილებოდეთ ცრუ შიშებს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დედა ენის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, მეგრული და სვანური ენები ჩვენი საგანძურია, რომელსაც უნდა ვიცავდეთ და ვანიჭებდეთ სწორ ადგილს.

"ვჩაგრავთ ჩვენი ენის ფუძე ენებს - მეგრულსა და სვანურს. რატომღაც გვეშინია ქართულის უმდიდრეს ლიტერატურულ ენად ჩამოყალიბებაში მათი როლის აღიარება. მეგრულიც და სვანურიც ჩვენი საგანძურია, რომელსაც უნდა ვიცავდეთ და ვანიჭებდეთ სწორ ადგილს. ყველა მსურველს უნდა ჰქონდეს სკოლაში ამ ენების არჩევით შესწავლის საშუალება და არ უნდა ვემორჩილებოდეთ ცრუ შიშებს", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე