Washington Post : ბაიდენი ავღანეთიდან შეიარაღებულ ძალებს 11 სექტემბრამდე გაიყვანს

საქართველო, თბილისი - 20:13 | 13.04.2021
ნანახია: 160

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ავღანეთიდან ამერიკის შეიარაღებული ძალების გაყვანას 2021 წლის 11 სექტემბრამდე გეგმავს. ინფორმაციას Washington Post- იწყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროს ცნობით, ბაიდენი „ავღანეთიდან შეიარაღებულ ძალებს უახლოეს თვეებში, 11 სექტემბრისთვის გაიყვანს“, წყაროს თანახმად, პრეზიდენტი ამის შესახებ ოთხშაბათს განაცხადებს.

ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალური პირების განცხადებით, აშშ აგრძელებს ავღანეთში სამშვიდობო პროცესებში მონაწილეობას და ჰუმანიტარული მიმართულებით, უსაფართხოების სფეროში დახმარებას უწევს ავღანეთის მთავრობასა და უსაფრთხოების ძალებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე