რიონის ხეობაში ვითარება დაძაბულია,აქციის მონაწილეები ქუთაისისკენ, "ენკას" ოფისისკენ მიემართებიან

საქართველო, თბილისი - 16:32 | 12.04.2021
ნანახია: 700

რიონის ხეობაში ვითარება დაიძაბა და ადგილზე მყოფი აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.

რიონის ხეობის მცველებს სურდათ ჰესის მიმართულებით გადასვლა, თუმცა ადგილზე მყოფმა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

"მოთხოვნა არის დავბრუნდეთ ჩვენი პროტესტის ადგილზე. დღესაც, ხელებაწეული ვიყავით - გვინდა რომ პოლიციამ გაგვატაროს საკუთარ მიწაზე. მათ ჩვენი შეფერხების კანონიერი საფუძველი არ აქვთ. ვცდილობთ ახსნა-განმარტების მიღებას პოლიციისგან თუ რატომ არ გვიშვებენ და არ გვაძლევენ გადაადგილების საშუალებას. წარმოუდგენლად შეურაცხმყოფელია საკუთარ ქვეყანაში დემონსტრანტებს გვეკრძალება მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელება", - განაცხადა ქციის ერთ-ერთმა მონაწილიემ ვარლამ გოლეთიანმა. მისი თქმით, აქციის მონაწილეები ქუთაისისკენ, ენკას ოფისთან გადაინაცვლებენ და მოითხოვენ, რომ კომპანიამ რიონის ხეობა დატოვოს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე