მაია ასათიანი მუშაობას "ტვ პირველზე" იწყებს

საქართველო, თბილისი - 16:14 | 12.04.2021
ნანახია: 772

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი მაია ასათიანი მუშაობას ტელეკომპანია "პირველში" აგრძელებს. მაია ასათიანის გადაცემას "ახალი პროფილი" ერქმევა.

მაია ასათიანმა "რუსთავი 2"-ის დატოვების შესახებ 25 მარტს განაცხადა.

"დღე მე აქ, ამ არხზე ჩემს 20-წლიან ისტორიას ვასრულებ. ბოლო გავდივარ, იმიტომ, რომ აქ იმ სინათლეს, წლების წინ მთელი საქართველოს მთავარი იმედი რომ იყო, ვეღარ ვხედავ. დღეს ბოლო პროფილია", - ამბობდა მაია ასათიანი გამოსამშვიდობებელ მიმართვაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე