შეიძლება შევიდეთ ფართომასშტაბიან ეპიდემიაში, როგორიც იყო ნოემბერ-დეკემბერში - გამყრელიძე

საქართველო, თბილისი - 13:00 | 11.04.2021
ნანახია: 730

ქვეყანაში​ ეპიდსიტუაცია უარესდება, შესაძლოა, ფართომასშტაბიან ეპიდემიაში შევიდეთ, როგორიც იყო ნოემბერ-დეკემბერში. ამის შესახებ დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

"მართალია გაუარესებას არ აქვს ნახტომისებრი ხასიათი, ის თანდათან უარესდება, მაგრამ თუ ჩვენ არ დავიცავთ მკაცრად რეგულაციებს და აღსრულება არ იქნება მაქსიმალური, მაშინ დიდი რისკია იმისა, რომ დაიწყოს საყოველთაო გავრცელება, კლასტერული გავრცელება უკვე გვაქვს და შეიძლება შევიდეთ ფართომასშტაბიან ეპიდემიაში, როგორიც იყო ნოემბერ-დეკემბერში", - განაცხადა გამყრელძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე