ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში პაციენტების რაოდენობამ მოიმატა - თამარ გაბუნია

საქართველო, თბილისი - 21:26 | 09.04.2021
ნანახია: 480

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობამ იმატა და ამ დროისთვის კლინიკაში 2129 პაციენტი მკურნალობს.

"კლინიკებში ამ დროისთვის არის 2129 პაციენტი, 357 პაციენტი რჩება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, 68 მკურნალობს რეანიმაციულ განყოფილებაში, მოიმატა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობამაც. თავისუფალი რჩება 2357 საწოლი. ჯანდაცვის სექტორი არის მობილიზებული იმისთვის, რომ შემთხვევების მიმდინარე მატება იმართოს შესაფერისად. ასევე დაემატა ონლაინკლინიკები, რადგან ბოლო პერიოდში მზარდი ზარებიდან გამომდინარე, პასუხების გაცემის საჭიროებაც, რა თქმა უნდა, გაიზარდა, - განაცხადა გაბუნიამ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე