პრეზიდენტმა დათა ვანიშვილი სიკვდილის შემდეგ სამოქალაქო თავდადებისთვის დააჯილდოვა

საქართველო, თბილისი - 18:35 | 09.04.2021
ნანახია: 550

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოკუპაციასთან შეურიგებელი დათა ვანიშვილი სიკვდილის შემდეგ სამოქალაქო თავდადებისთვის დააჯილდოვა. ჯილდო დათა პაპას ოჯახს გადაეცა.

სოფელ ხურვალეთში, ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები 88 წლის დათა ვანიშვილი 19 მარტს გარდაიცვალა. დათა პაპას ომის შემდეგ თავისი სახლი არ დაუტოვებია. ის ხშირად ეკონტაქტებოდა საერთაშორისო ვიზიტორებსა და მედიის წარმომადგენლებს და ადგილზე არსებულ სიტუაციას აწვდიდა. დათა ვანიშვილი ოკუპანტების მიერ არაერთხელ იყო დაკავებული.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე