ტელეკომპანია ფორმულას ინფორმაციით, მის თანამშრომლებს თავს დაესხნენ

საქართველო, თბილისი - 12:34 | 09.04.2021
ნანახია: 542

ტელეკომპანია ფორმულას თანამშრომლებს თავს დაესხნენ და მათზე ფიზიკურად იძალადეს. ერთ-ერთ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მეორეს კი მანქანა დაუმტვრიეს.

მათი ინფორმაციით, თავდასხმა კრიტიკულ მედიასაშუალებაში მუშაობას უკავშირდება. 

ფიზიკურად გაუსწორდნენ მძღოლს, რომლის თქმითაც თავდამსხმელები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ახსენებდნენ ფორმულას. კიდევ ერთი თანამშრომელი იხსენებს, რომ მანქანაზე მინები, სავარაუდოდ, საქარე მინაზე ფორმულას საშვი ქონის გამო ჩაუმსხვრიეს. 

შემთხვევასთან დაკავშირებით, 14 საათზე საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა ტელეკომპანიაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე