ახალი მიკროავტობუსების საფასური დღეიდან 50 თეთრი იქნება

საქართველო, თბილისი - 08:55 | 01.04.2021
ნანახია: 675

1-ლი აპრილიდან დედაქალაქში ახალი მიკროავტობუსებით მგზავრობა 80 თეთრის ნაცვლად 50 თეთრი ეღირება და ერთხელ აღებული ბილეთით მგზავრს საათ-ნახევრის განმავლობაში მეტროთი, ავტობუსითა და ახალი მიკროავტობუსით მგზავრობა შეეძლება.

მგზავრები მიკროავტობუსებშიც ისარგებლებენ ყველა იმ საშეღავათო პირობებით, რაც ახლა მეტროსა და ავტობუსებში მოქმედებს.

მათივე ინფორმაციით, თბილისში 2021 წლის ბოლომდე არსებული ყვითელი მიკროავტობუსების პარკი სრულად ჩანაცვლდება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე