დაპირისპირება გრძელდება - ლექსიკა ნახეთ პარლამენტის ვიცე-სპიკერის

საქართველო, თბილისი - 15:17 | 28.01.2016
ნანახია: 2095

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე პარლამენტის ვიცე-სპიკერის კომენტარს ასაჯაროებს.

ალეკოჯან, ჩაწერილია შენი და ანასტასიას საუბარი (ასე ვფიქრობ თანაც კანონიერად ჯიგარო) და გული მიგრძნობს, შავ დღეში ჩავარდები ჯიგარო", - წერს პროფილიდან "მანანა არჩილ კობახიძე", რომელიც ცნობილია, როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერის პირადი ფეისბუქ-გვერდი.
ელისაშვილი კომენტარის ფოტოს ავრცელებს და შემდეგ წარწერას ურთავს:

„ეს კომენტარი მანანა კობახიძემ დაწერა გუშინ საღამოს ჩემს გვერდზე, მერე მიხვდა რაც დაწერა და წაშალა. მაგრამ შევინახეთ ქალბატონო მანანა თქვენდა სამწუხაროდ! ჯერ ლექსიკა ნახეთ პარლამენტის ვიცე სპიკერის, მერე შინაარსს დაუკვირდით: ახლა კი ორი მთავარი შეკითხვა: 1. საიდან იცის ეჭვმიტანილმა კობახიძემ რა ჩაიწერა გამოძიებამ? 2. და რაც მთავარია საიდან იცის ამ ჩანაწერის შინაარსი? ველი პროკურატურის დაუყოვნებლივ რეაქციას მანანა კობახიძის ამ განცხადებაზე" - წერს ელისაშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე