ლანა ღოღობერიძე Pfizer-ით აიცრა

საქართველო, თბილისი - 13:13 | 30.03.2021
ნანახია: 493

ცნობილი ქართველი კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე Pfizer-ით აიცრა.

დღეს საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაცია დაიწყო. მოქალაქეთა ვაქცინაცია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ექვს კლინიკაში განხორციელდება.

სამედიცინო პერსონალთან ერთად, 25 მარტიდან ვაქცინაცია უკვე შეუძლიათ 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსაც. რეგისტრაციის დროს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, თავად აირჩიონ Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინებს შორის ერთ-ერთი.

დღეისათის საქართველოს მოქალაქეებს ორი ვაქცინიდან მათთვის სასურველით აცრის შესაძლებლობა აქვთ. ქვეყანამ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს მიიღო და იმუნიზაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დამატებით 86 400 დოზა აპრილში უნდა ჩამოვიდეს.

პირველ ეტაპზე, გეგმის მიხედვით, იმუნიზაციის პროცესში სამედიცინო პერსონალი უნდა ჩართულიყო, თუმცა მედპერსონალის ნაკლები აქტივობის გამო, მთავრობამ წრე გააფართოვა და ახლა ვაქცინის საკუთარი დოზის მიღების შესაძლებლობა 65 წელზე ზევით მოქალაქეებსაც აქვთ.

ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, წლის ბოლომდე, 18 წელზე ზევით მოსახლეობის 60% უნდა აიცრას, რაც დაახლოებით 1.7 მლნ მოქალაქის ტოლია. გეგმისთვის საჭირო ბიუჯეტის მინიმალური ღირებულება 64 333 622 ლარი, მაქსიმალური კი – 158 190 243 ლარით განისაზღვრა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე