მეგი ბაქრაძე კლინიკაში შემოყვანის დროს გარდაცვლილი არ იყო - ლევან რატიანი

საქართველო, თბილისი - 17:31 | 29.03.2021
ნანახია: 611

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანი ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ექთანი მეგი ბაქრაძე მათ კლინიკაში მიყვანის დროს უკვე გარდაცვლილი იყო, სიმართლეს არ შეესაბამება. 

"მინდა მოსახლეობას განვუცხადო დღეს არსებული ინფორმაცია მეგი ბაქრაძესთან დაკავშირებით. არ ვაპირებდი ამ მტკივნეულ თემაზე განცხადების გაკეთებას, მაგრამ მინდა ყველამ იცოდეს, რომ ის ინფორმაცია, რაც სოციალურ ქსელში ვრცელდება, არ წარმოადგენს არანაირ ჭეშმარიტებას, რომ ქალბატონი მეგი, რომელიც ჩვენს კლინიკაში იყო შემოყვანილი 18:03-19:45 წუთზე, ის იყო სამწუხაროდ მიცვალებული, ეს ჭეშმარიტ სიცრუეს წარმოადგენს.

ქალბატონი მეგი ჩვენთან გადმოყვანილი იყო 19:45 წუთზე, იმ ამ დროს იმყოფებოდა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, ჰემოდინამიკა იყო მკვეთრად არადინამიკური. ის შემოყვანიდან რამდენიმე წუთში გავსინჯე.

შემოყვანისას პაციენტთან იყო გულისცემა, არტერიული წნევა შენარჩუნებული იყო მეგადოზებით. მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო. ეს გამოწვეული იყო ე.წ. პოსტრეანიმაციული დაავადებით. ამ შეუქცევადმა პროცესმა კი რამდენიმე საათში გამოიწვია ბიოლოგიური სიკვდილი. ეს თემა ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია,"- განაცხადა ლევან რატიანმა. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე