კორონავირუსი ქალაქ უხანის ლაბორატორიიდან გავრცელდა - აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი

საქართველო, თბილისი - 11:11 | 27.03.2021
ნანახია: 1009

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი რობერტ რედფილდი ვარაუდობს, რომ კორონავირუსი ქალაქ უხანის ლაბორატორიიდან გავრცელდა. ამის შესახებ მან   „სიენენთან“ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ეს ჩემი მოსაზრებაა, მაგრამ მე ვირუსოლოგი ვარ და მთელი ცხოვრება ვირუსების შესწავლას მივუძღვენი. მე არ მჯერა, რომ ვირუსი ღამურიდან ადამიანს გადაეცა და ამ მომენტში იქცა ერთ-ერთ ყველაზე გადამდებ ვირუსად კაცობრიობის ისტორიაში. ჯერ კიდევ ვვარაუდობ, რომ ყველაზე რეალური თეორიაა, რომ ის ლაბორატორიიდან გავრცელდა“, – განაცხადა რედფილდმა.

ამასთან, რედფილდი ფიქრობს, რომ კორონავირუსი ჩინეთში 2019 წლის შემოდგომიდან გავრცელდა.

რედფილდს არ დაუსახელებია არცერთი მტკიცებულება, რომელიც გაამყარებდა თეორიას, რომ კორონავირუსი ჩინეთის ქალაქ უხანის ლაბორატორიიდან გავრცელდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე