ვინც ფილერს იყენებს Pfizer-ის აცრის შემდეგ შესაძლოა, გართულება ჰქონდეთ - ამირან გამყრელიძე

საქართველო, თბილისი - 15:26 | 25.03.2021
ნანახია: 610

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით ფაიზერით ვაქცინაციისას გარკვეული რეაქცია აქვთ იმ ადამიანებს ვინც ფილერს ხშირად იკეთებს.

"ერთი კითხვა დაემატა Pfizer-ის ჩეკლისტს. არის იქ 12, თუ არ ვცდები, თუ 11 კითხვა, რომელზეც დადებითი პასუხისას ექიმი იღებს ეჭვს, რომ შეიძლება იყო მომატებული რისკი და მას იმ პერიოდში არ აცრის, გადაამისამართებს დამატებითი გამოკვლევებისთვის შესაბამის ექიმთან. Pfizer-ს ბოლოს დაემატა კითხვა, ეს ჩვენ ავიღეთ CDC-ს გაიდლაინიდან. Pfizer-ს ახასიათებს ადგილობრივი და არა სისტემური, არა ანაფილაქსიური გართულებები იმ ადამიანებში, ვინც ხშირად ხმარობს ფილერს," - თქვა ამირან გამყრელიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე