კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი რელიგიის მსახურებში 0.8%-ია, ტაქსის მძღოლებში – 0.4%, ბაზრობის მოვაჭრეებში – 0.2%

საქართველო, თბილისი - 13:47 | 25.03.2021
ნანახია: 636

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი რელიგიის მსახურებში 0.8%-ია, ტაქსის მძღოლებში – 0.4%, ბაზრობის მოვაჭრეებში – 0.2%, მოლები და სავაჭრო ცენტრები – 0.2%, სკოლის და ბაღის პედაგოგები – 0.2%.

ქვეყანაში დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.56%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.58%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.92%.

25 მარტის მონაცემებით, ჯამში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების  279 027 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან  გამოჯანმრთელდა  271 278 პაციენტი. გარდაიცვალა – 3 732 ადამიანი. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე