ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 10 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 11:57 | 22.03.2021
ნანახია: 534

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ათი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 710-ს შეადგენს.

დღეს "კოვიდ-19" 170 პირს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 396 პაციენტი. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 277 650-ს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე