საქართველოში ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება

საქართველო, თბილისი - 20:58 | 18.03.2021
ნანახია: 507

„ასტრაზენეკას“ ვაქცინით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება. გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა ევროპის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან და რამდენიმე წუთის წინ შევიტყვეთ „ასტრაზენეკას“ მიმართ გაკეთებული დასკვნა, რის საფუძველზეც ის არის აღიარებული როგორც უსაფრთხო ვაქცინა, რომელსაც აქვს გაცილებით მეტი სარგებელი, ვიდრე რისკი, რაც არც ერთ ქვეყანას არ აძლევს იმის საფუძველს, რომ შეჩერებული იქნას „ასტრაზენეკას“ მოხმარება ნებისმიერ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოში „ასტრაზენეკით“ ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

ახალციხეში, დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი ცუდად გახდა. შემთხვევა „იმედის კლინიკაში“ მოხდა. როგორც ექიმები საუბრობენ, 27 წლამდე ქალის მდგომარეობა რთულია. ის თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე