ბათუმში მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

საქართველო, თბილისი - 15:00 | 17.03.2021
ნანახია: 505

ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე ერთ-ერთ მრავალსართულიან კორპუსში ხანძარია. ცეცხლი საცხოვრებელ ბინაში გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, კორპუსიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ არის.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა იმყოფება. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.

ფოტო: აჭარის ტელევიზია




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე