იმედი მაქვს, მოსახლეობის უმეტესობა არ წამოეგება ანტივაქსერულ პროვოკაციას - ცერცვაძე

საქართველო, თბილისი - 13:13 | 16.03.2021
ნანახია: 743

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ვაქცინაზე უარის თქმით ზიანი არამხოლოდ ჯანმრელობას, ქვეყნის ეკონომიკასაც მიადგება.

"მე იმედი მაქვს, რომ მოსახლეობის უმეტესობა არ წამოეგება ანტივაქსერულ პროვოკაციას და არ დააყენებს საფრთხის ქვეშ საკუთარ ჯანმრთელობას. დღეს, ვაქცინაზე უარის თქმა, მინდა ვუთხრა მოსახლეობას, ვინც თავს იკავებს ვაქცინის გაკეთებისგან, ის დარტყმას აყენებს არა მარტო ჯანმრთელობას, არამედ ქვეყნის ეკონომიკას", - განაცხადა ცერცვაძემ.

ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა საქართველოში 13 მარტს შემოვიდა, ვაქცინაციის პროცესი კი 15 მარტს დაიწყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე