პაატა იმნაძე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ აიცრა

საქართველო, თბილისი - 09:19 | 15.03.2021
ნანახია: 643

საქართველოში ვაქცინაცია დაიწყო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა. იმნაძემ ვაქცინა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გაიკეთა.

ვაქცინაცია დღეს თბილისის გარდა ქვეყნის 29 რეგიონულ ცენტრში დაიწყო.

ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 200 დოზას საქართველომ 13 მარტს მიიღო. 22 მარტის კვირაში კი 14 500 ადამიანის ასაცრელად ფაიზერის ვაქცინას მიიღებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე