გომის მთაზე დაკარგული სამი ადამიანი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 19:27 | 12.03.2021
ნანახია: 561

გომის მთაზე დაკარგული სამი მოქალაქე მაშველებმა იპოვეს. ნაპოვნია გარდაცვლილი მოქალაქეც.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეტეოროლოგიური პირობების გამო სამაშველო ოპერაციის ჩატარება გართულებული იყო. შეუძლებელი გახდა ვერტმფრენის ჩართვა. მაშველებს კი ორმეტრიან თოვლში ფეხით მოუწიათ გადაადგილება.

გომის მთაზე ოთხი ადამიანის დაკარგვის შესახებ დღეს დილით გახდა ცნობილი - ერთი მათგანი გაყინული იპოვეს, ხოლო დანარჩენ სამს რამდენიმე საათს ეძებდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე