ხიდაშელი: საქართველოში, ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებმაც ვერ ისწავლეს ისტორიის გაკვეთილები
საქართველო, თბილისი - 14:08 | 27.09.2015 ნანახია: 2281
დღეს სოხუმის დაცემიდან 22 წელი გავიდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ და დაკარგულ მებრძოლთა პატივსაცემად, გვიან ღამით, ვაშლიჯვარში ძმათა სასაფლაოზე - „გმირთა სავანე“ თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მოადგილეებთან ერთად მივიდნენ. ვაშლიჯვარის ძმათა სასაფლაოზე დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი იმაგეს აფხაზეთის ომში მონაწილე იმ სამხედრო მოსამსახურეებმაც, რომლებიც დღემდე მსახურობენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. მათ აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების საფლავებზე ყვავილები მიიტანეს და სანთლები დაანთეს.
“ყველამ ვიცით, აქ რატომ ვართ. გვინდოდა, სიმბოლურად ღამე შევხვედროდით ამ დღეს, აქ ერთად. დღეს განსაკუთრებით მძიმე არის თავდაცვის სამინისტროსთვის და მთელი ქვეყნისთვის, რადგან 22 წელი გვაშორებს იმ ტრაგიკულ დღესთან, რომელსაც სოხუმის დაცემა ქვია. ჩვენი ბიჭები ისევ სამშობლოს დაცვისთვის, მშვიდობისთვის იღუპებიან. დღეს, როდესაც 21 წლის ახალგაზრდა ვაჟკაცი არის რუსთავში და მისი დაკრძალვისთვის ემზადება საქართველო, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ყოველი ასეთი დღე და ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში, ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებმაც ვერ ისწავლეს ისტორიის გაკვეთილები. ისტორიის, რომელიც ჩვენს თვალწინ, ჩვენი თაობის თვალწინ იწერებოდა,” - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
საზოგადოება
- „ვოლვო ქარ საქართველოს“ მხარდაჭერით, თბილისმა საერთაშორისო რეგატას პირველად უმასპინძლა - ახალი ეტაპი აფროსნობის განვითარებაში
- „თეგეტა მოტორსი“ გარემოსთვის - დაბა ბაკურიანი საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმენდილია
- PSP ახალი კონცეფციის აფთიაქი ბათუმში გაიხსნა
- „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში ზეთისა და აკუმულატორის შეცვლა 20 წუთშია შესაძლებელი
სამართალი
- პროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე 12 პირს ბრალდება წარუდგინა
- სასამართლომ 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშს ყადაღა დაადო
- პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
- კახეთში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
მსოფლიო
- რუსეთი უკრაინის ექვს რეგიონში ენერგოობიექტებს თავს დაესხა
- უკრაინამ რუსეთის ასტრახანის ოლქში მდებარე პორტში დაბომბა გემი, რომელიც ირანული დრონების ნაწილებითა და საბრძოლო მასალით იყო დატვირთული
- დონალდ ტრამპმა ევროპელ და უკრაინელ ლიდერებს განუცხადა, რომ აშშ მზადაა, გარკვეული პირობებით, უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები მისცეს - Politico
- რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნაზე უკრაინული დრონებით თავდასხმა განხორციელდა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ X TSA: დაუვიწყარი მოგზაურობისთვის სამი მუსიკალური ფლეილისთი შეიქმნა
- „ზაფხულის ენერგია ჯილისთან ერთად“: ახალი თავგადასავლების სეზონი - Geely Center Tegeta-ს კამპანია
- „თეგეტა მოტორსში“ შეძენილ ავტონაწილებზე უპრეცედენტო საგარანტიო პირობები მოქმედებს
- „თეგეტა ბლოგი“ - „თეგეტა ჰოლდინგის“ ახალი ციფრული პლატფორმა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება