შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციების ამზადებს

საქართველო, თბილისი - 11:38 | 27.02.2021
ნანახია: 228

შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, რუსეთს ახალი სანქციები  დაუწესოს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეს უწყვეტი პროცესია და გადაწყვეტილების მიღებას მხოლოდ რამდენიმე კვირა დასჭირდება.

ფსაკიმ აღნიშნა, რომ სწავლობენ ინფორმაციებს რუსეთის წარმომადგენლების მიერ თალიბებისთვის თანხის გადახდის, ასევე ავღანეთში ამრიკელების მკვლელობისთვის პრემიების დაწესებისა და აშშ-ის სამთავრობო უწყებებზე რუსი ჰაკერების კიბერშეტევების შესახებ.

 „არსებობს უამრავი კომპონენტი“, - აღნიშნა ფსაკიმ.

ამასთან, დასძინა, რომ ამერიკის კიბერუსაფრთხოების ადმინისტრაციის გუნდს სჭირდება გარკვეული დრო ამ პროცესის დასასრულებლად.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე