ნიკოლ ფაშინიანმა მხარდამჭერებს მიმართა

საქართველო, თბილისი - 14:12 | 25.02.2021
ნანახია: 173

სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა. როგორც მან განაცხადა, ქვეყნის შეიარაღებული ძალები ემორჩილება სომეხ ხალხსა და პრემიერს. მისივე თქმით, სომხეთში ვითარება უკიდურესად დაძაბულია, თუმცა უნდა შეთანხმდნენ, რომ ქვეყანაში დაპირისპირება და შეტაკებები არ მოხდება.

სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ნიკოლ ფაშინიანს თანამდებობის დატოვება მოსთხოვა. პრემიერმა აღნიშნულ მოთხოვნას სამხედრო გადატრიალების მცდელობა უწოდა. ამასთან, ფაშინიანმა გენერალური შტაბის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე