ობამასა და პუტინის შეხვედრა ხვალ გაიმართება

საქართველო, თბილისი - 13:40 | 27.09.2015
ნანახია: 2198

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა რუსეთის პირველ პირს ვალდიმერ პუტინს ნიუ-იორკში ხვალ, 28 სექტემბერს, შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.

თეთრი სახლის ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა უკრაინა იქნება. პუტინის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კი ორი ქვეყნის ლიდერი შეხვედრის ძირითად ნაწილს სირიის კრიზისს დაუთმობს.

ობამა სავარაუდოდ პუტინს შესთავაზებს განიხილონ რუსეთის ფედერაციის შეირაღებული ძალების შესაძლო მონაწილეობის საკითხი საერთაშორისო კოალიციის ოპერაციებში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე