კახა ცხადაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს

საქართველო, თბილისი - 13:50 | 26.01.2016
ნანახია: 2113

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, კახა ცხადაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. 
ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომს კახა ცხადაძის გათავისუფლების წინადადებით სფფ-ს პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა მიმართა. 

კახა ცხადაძის გათავისუფლების მიზეზი მასსა და ფედერაციიის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს შორის სახელფასო თემაზე დაპირისპირება გახდა.
შეგახსენებთ, რომ კახა ცხადაძე ეროვნულ ნაკრებს 2014 წლიდან, თემურ ქეცბაიას თანამდებობიდან წასვლის შემდეგ წვრთნის. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე