„საქართველოს ფოსტა“ და კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის ხელშეწყობისა და მოქალაქეების მხარდაჭერის მიზნით კომპანიის მიერ დანერგილი სერვისები და პროდუქტები
საქართველო, თბილისი - 11:57 | 19.02.2021 ნანახია: 736
"საქართველოს ფოსტა“ საქართველოში კოვიდ-19-ის გავრცელების მასშტაბების შემცირების მიზნით, საქმიანობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული და ქვეყანაში მობილობის შემცირების პირობებშიც კი, კომპანიამ, როგორც მოსახლეობას, ასევე კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შეუზღუდავად შესთავაზა საფოსტო/საკურიერო მომსახურება, შეუფერხებლად განახორციელა საერთაშორისო ფოსტის ცვლის პროცესი და კრიზისულ სიტუაციაში შეინარჩუნა არსებული საერთაშორისო მიმართულებით.
"საქართველოს ფოსტამ“ კრიზისის პირობებში მოახდინა რიგი მომსახურებების ადაპტირება არსებულ გამოწვევებზე და საფოსტო/საკურიერო მომსახურების უწყვეტად მიწოდების მიზნით ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე მორგებული ახალი სერვისებისა და პროდუქტების შექმნა, კერძოდ:
ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით “საქართველოს ფოსტამ” შეცვალა გზავნილთა ჩაბარების ფორმატი. თანამშრომლები გზავნილების ბინაზე ჩაბარებას უზრუნველყოფენ ადრესატთან უშუალო კონტაქტის გარეშე.
ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, “საქართველოს ფოსტამ” უმოკლეს ვადაში შექმნა ახალი მომსახურება „სახლიდან სახლში“, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს სახლიდან გაუსვლელად მიიღონ საფოსტო მომსახურება ქვეყნის შიდა გზავნილებზე და ამავდროულად დაიცვან რეკომენდაცია „დარჩით სახლში“, რაც ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების პრევენციას.
ასევე, საქართველოში საკმაოდ გაიზარდა მოთხოვნა ონლაინ ვაჭრობაზე, რაც ქვეყანაში შექმნილი ვითარებით იყო განპირობებული. საქართველოს ფოსტამ მოახდინა სერვისების სრული ადაპტაცია ელექტრონული კომერციის ბიზნესის მოთხოვნებზე და ქვეყნის შიგნით ელექტრონული კომერციისა და მცირე მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით შექმნა კიდევ ერთი სრულიად ახალი პროდუქტი „კორპორატიული საკურიერო მომსახურება“, რომელიც მოიცავს ელექტრონული გზით შეძენილი პროდუქციის მიწოდების სრულ სერვისს ქვეყნის მასშტაბით.
აღსანიშნავია, რომ „კორპორატიული საკურიერო მომსახურებით“ დაინტერესებისას მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა ისარგებლოს „სახლიდან სახლში“ („Door to Door Delivery“) სერვისით. ასევე, შეძენილი ნივთის ღირებულების გადახდაიხადოს ადგილზე („Cash on Delivery“), როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორების გზით.
დამატებით, ელექტრონული კომერციის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს ფოსტამ შექმნა შემდეგი ახალი პროდუქტები: „მალეო კორპორატიული მომხმარებლისთვის“, რაც გულისხმობს ელექტრონული კომერციით მოვაჭრე ორგანიზაციების მიერ მალეოს საშუალებით შეძენილი პროდუქტის შემოტანას საქართველოს ბაზარზე და „სახმელეთო ამანათი კორპორატიული მომხმარებლისთვის“, რაც გულისხმობს სახმელეთო მომსახურების საშუალებით პროდუქტის ექსპორტზე გატანას.
არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ 2020 წელს შეიქმნა პროდუქტი მალეოს მობილური აპლიკაციები (IOS, ANDROID), რომლის მიზანია ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონის მაცხოვრებელს მიეცეს საშუალება ისარგებლოს ელექტრონული კომერციის შეთავაზებით და მიიღოს სრულყოფილი მომსახურება. აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ განხორციელდა საკურიერო სერვისის ინტეგრაცია პორტალთან www.eauction.ge და კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა მხარდაჭრის მიზნით „საქართველოს ფოსტამ“ სადაზღვეო კომპანია იმედი L-თან ერთად შექმნა სადაზღვეო პროდუქტი „მარტივი დაზღვევა“, რომელიც გულისხმობს ექსკლუზიურად „საქართველოს ფოსტის“ მომხმარებლის ჯანმრთელობის დაზღვევას განსაკუთრებულად ხელსაყრელი პირობებით.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფოსტა ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია, კომპანიაში დასაქმებულია 2 100-ზე მეტი თანამშრომელი. “საქართველოს ფოსტა” მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რისთვისაც სისტემატურად ატარებს სხვადასხვა სასწავლო ტრენინგებს და დღეს კომპანიის თანამშრომელთა კვალიფიკაცია სრულად შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებს. მნიშვნელოვანია, რომ დისტანციური განათლების მხარდაჭერის მიზნით და თანამშრომლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად, საქართველოს ფოსტამ პანდემიის პერიოში შექმნა ონლაინ სწავლების პლატფორმა Moodle.
მნიშვნელოვანია, რომ თანამოქალაქეთა მხარდაჭერის მიზნით, მსოფლიოში არსებული პანდემიის მიუხედავად, „საქართველოს ფოსტამ“ შეძლო ზედმიწევნით შეესრულებინა დასახული მიზანი გაეხადა ურთიერთობა ხელშესახები. „საქართველოს ფოსტის“ კამპანიამ - „გააგზავნე საქართველოს ფოსტით“, ოთხი კონტინენტი, 38 ქვეყანა მოიცვა და საქართველოს მონატრებულ უამრავ ადამიანს გაუხარა გული. ამასთანავე, „საქართველოს ფოსტის“ აღნიშნულმა კამპანიამ კიდევ ერთხელ შეახსენა მსოფლიოს ქართული სტუმარ-მასპინძლობის უნიკალურობის შესახებ. კამპანიის ფარგლებში შეიქმნა პლატფორმა georgiabypost.com, სადაც ჩვენი ქვეყნით დაინტერესებული ან საქართველოს მონატრებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები მოკლე ვიდეოებს აგზავნიდნენ და სტუმარ-მასპინძლობას მოწყურებულ ქართველებს უყვებოდნენ თუ რა უყვართ, აინტერესებთ ან ენატრებათ ყველაზე მეტად საქართველოში. პასუხად თანამოქალაქეებს შეეძლოთ ჩანაწერების ხილვა, ადრესატების არჩევა და მათ სურვილებზე მორგებული, ამანათში ჩატეული საქართველოს გაგზავნა.
მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, „საქართველოს ფოსტა“ აქტიურად მუშაობს, როგორც არსებული სერვისების განვითარების მიმართულებით, ასევე ახალი სერვისების დასანერგად. მიმდინარე ეტაპზე ფოსტა ორიენტირებულია ციფრული სერვისების განვითარებაზე.
საქართველოს ფოსტა საქართველოს უმსხვილესი ეროვნული საფოსტო ოპერატორია, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვის ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. საქართველოს ფოსტა მთელი ქვეყნის მასშტაბით 81 სერვის ცენტრით არის წარმოდგენილი. კომპანიის მიზანია მომხმარებელი უზრუნველყოს უნივერსალური საფოსტო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით. კომპანია ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რაც საშუალებას აძლევს მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოემსახუროს მომხმარებლებს და ხელმისაწვდომი გახადოს მაღალი ხარისხის მომსახურება.
პოლიტიკა
- ჩვენ, ვინც სააკაშვილის დროს საჯარო სამსახურში ვიყავით, კარგად გვახსოვს როგორ გვერეკებოდნენ პრაქტიკულად „ნახირივით“ „ნაციონალური მოძრაობის“ მიტინგებზე და თუ ვინმე არ წავიდოდა, როგორი რეპრესიები მიემართებოდა - მაია ბითაძე
- თუ შემოხვედით პარლამენტში, ძალიან გთხოვთ, მორალს ნუ წაგვიკითხავთ! - ირაკლი ქადაგიშვილი ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს
- სხვას როგორ ეძახით „ნაცებს“, როცა „ნაცმოძრაობაში“ აღარ არის დარჩენილი იმდენი ყოფილი „ნაცი“, რამდენიც დღევანდელ „ოცნებაშია“, “ნაცებს” თქვენ კი არა, ჩვენ ვებრძვით, თქვენ„ნაცებს“ იყენებთ და როცა გჭირდებათ აცოცხლებთ - გიორგი შარაშიძე
- ბრიუსელის მხრიდან ქართველ ხალხთან ურთიერთობის აღდგენის გზა ევროპული ღირებულებების პატივისცემაზე გადის, თუ ბრიუსელს ევროპულ ღირებულებებთან დაბრუნება სურს, პირველი ნაბიჯი დემოკრატიის აღიარება და პატივისცემაა - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- პუტინი, შესაძლოა, ომის დასრულებამდე ევროკავშირის რომელიმე ქვეყანას თავს დაესხას, ის ჩიხშია - ვოლოდიმირ ზელენსკი
- აშშ-ის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელმაც, შესაძლოა, „შათდაუნი“ დაასრულოს
- საფრანგეთში ავტომობილის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს განზრახ დაეჯახა - დაშავდა 9 ადამიანი
- შეურაცხყოფაა, რომ კათოლიკოსის პოსტზე გვყავს ადამიანი, რომელსაც ღმერთის არ სწამს - ნიკოლ ფაშინიანი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის - შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
- „თეგეტა მოტორსი“ Customer Centricity World Series 2025-ის ევროპის რეგიონული გამარჯვებული გახდა
- E-Commerce Day 2025 – „თეგეტა ჰოლდინგი“ მომავლის ტექნოლოგიების მხარდამჭერი
- ცირკულარული ეკონომიკა და მწვანე ინიციატივები - "თეგეტა გრინ პლანეტი" ლისაბონში საერთაშორისო კონფერენციაზე წარდგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
















