პრემიერის ინიციატივით, დედაქალაქში გენერალური გეგმის არსებობამდე განსაზღვრული თამაშის წესები იმოქმედებს
საქართველო, თბილისი - 10:52 | 26.01.2016 ნანახია: 1647საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის არსებობამდე, გარდამავალ პერიოდში განსაზღვრული თამაშის წესები იმოქმედებს, - შესაბამისი თხოვნით პრემიერმა თბილისის მერს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მიმართა, რომელზეც თბილისის მერიის პროექტები განიხილეს.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, როგორც ცნობილია, გენერალური გეგმის დასრულებას გარკვეული პერიოდი, დაახლოებით წელიწად-ნახევარი სჭირდება, გარდამავალ პერიოდში თამაშის წესების არარსებობა კი საზოგადოებაში შეშფოთების საგანია.
მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ ზუსტად უნდა განისაზღვროს წესები, რომლის მიხედვითაც დაინტერესებული მხარეები გარდამავალ პერიოდში იმოქმედებენ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს მნიშვნელოვანია, რათა თამაშის წესების არარსებობის პირობებში არ მოხდეს ისეთი ნებართვების გაცემა, რომელმაც შესაძლოა, ზიანი მიაყენოს გარემოს, საცხოვრებელ ან სარეკრეაციო ზონას.
„გენერალური გეგმის არსებობამდე პერიოდი საზოგადოების სერიოზული შეშფოთების საგანია. კერძო დასახლების მცხოვრებლებს აწუხებთ ის, რომ მათ, შესაძლოა, ოთხივე მხრიდან კორპუსები აუშენონ. მოსახლეობას ამ მიმართულებით განუკითხაობის მოლოდინი აქვს და ეს საკითხი მოკლე ვადებში უნდა მოგვარდეს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა სამუშაო შეხვედრაზე.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს მერიის პროექტების პორტფელის პრიორიტეტიზაცია და პროექტების შესრულების ვადები.
პოლიტიკა
- ქალთა მარშის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის სახლთან მივიდნენ და ჩემოდნები დაყარეს
- ვწყვეტთ ყოველგვარ კავშირს არალეგიტიმურ პარლამენტთან - საქართველოს სტუდენტური პარლამენტი
- მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, ხვალ პარლამენტთან გამოვხატოთ მშვიდობიანი პროტესტი - პარტია "გახარია საქართველოსთვის"
- ბარემ ეთქვათ ყველას დაგიჭერთო - პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე
მსოფლიო
- ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს უნგრეთში მიიწვევს და აძლევს გარანტიას, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს
- ვერ ვხედავთ ნიშანს, რომ რუსეთი ემზადება უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად - პენტაგონი
- ტრამპი უფრო ძლიერია, მას შეუძლია აიძულოს პუტინი დათანმხდეს მშვიდობას - ზელენსკი
- ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკრი დიალოგის შეჩერებას განიხილავს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს