სომხეთში მიწისძვრა მოხდა - ბიძგები საქართველოშიც იგრძნობოდა

საქართველო, თბილისი - 16:12 | 13.02.2021
ნანახია: 571

დღეს, თბილისის დროით 15:29 საათზე, სომხეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 150 კმ_ში, ვანაშენთან, მოხდა 5.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.

ინფორმაციას საქართველოს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი - სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა საქართველოშიც.

შეგახსენებთ, 5 თებერვალს, რამდენიმეწუთიანი ინტერვალით სამი მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, თავდაპირველად მოხდა 5,2 მაგნიტუდის, შემდეგ 3,8 და 4,2 მაგნიტუდის მიწისძვრა.

მიწისძვრის ეპიცენტრები საქართველოდან, შესაბამისად 81, 80 და 79 კილომეტრებით იყო დაშორებული. მიწისქვეშა ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა საქართველოშიც.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე