გეპატიჟებით ყველას, ვისაც ყელში ამოგივიდათ ზაზუნასავით გალიაში ყოფნა - ზურა ჯაფარიძე ბარს ხსნის, რომელიც ღამის საათებშიც იმუშავებს

საქართველო, თბილისი - 20:20 | 12.02.2021
ნანახია: 588

გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე პოლიტიკური დაუმორჩილებლობის ნიშნად, ხვალ ბარს ხსნის.

გავრცელებული ინფორმაციით, ბარი იმუშავებს ღამის საათებშიც და მისი გახსნა მიმართულია პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებისკენ.

"13 თებერვალს, აღმაშენებლის 45-ში იხსნება ბარი "ჯაფარასთან". ბარის გახსნა არის პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი და მიმართულია კორონა-პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებისკენ. ბარი იმუშავებს მხოლოდ ქეშზე​. გახსნა დაგეგმილია 19.00 საათისთვის. გეპატიჟებით ყველას ვისაც ყელში ამოგივიდათ ზაზუნასავით გალიაში ყოფნა", - წერია ინფორმაციაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე