მეუფე პეტრე იქნება განკვეთილი, მერე უკვე ვერსად დამემალება – მეუფე იაკობი

საქართველო, თბილისი - 15:11 | 12.02.2021
ნანახია: 657

ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, იაკობი, ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტ, მეუფე პეტრეზე ამბობს, რომ გუშინ, მის მიერ გაკეთებული განცხადებებით საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა.

ამასთნ, მთავარეპისკოპოსი დასძენს, რომ როდესაც პეტრე ცაავას მღვდელმთავრის ხარისხი არ ექნება, მას ვეღარსად დაემალება.

“მეუფე პეტრეზე ერთ რამეს გეტყვით რა, მაგან გუშინ, საბოლოოდ, თავის თავს განაჩენი გამოუტანა. იქნება განკვეთილი და მერე უკვე, მღვდელმთავრის ხარისხი რომ არ ექნება, დანარჩენ იმაზე, როგორც პასუხს აგებენ ხოლმე ცილისწამებებზე, პირადად მე, ვერსად დამემალება,” – განაცხადა მეუფე იაკობმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე