ჭყონდიდის ეპარქიას მეუფე სტეფანე უხელმძღვანელებს

საქართველო, თბილისი - 17:34 | 11.02.2021
ნანახია: 544

საქართველოს ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილებით, ჭყონდიდის ეპარქიას ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე მეუფე სტეფანე უხელმძღვანელებს. აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებს თიანეთისა და ფშავხევსურეთის ეპისკოპოსმა მიქაელმა დაუდასტურა.

მეუფე გრიგოლ კაცია კი, რომელიც ამ დრომდე ჭყონდიდის ეპარქიას ხელმძღვანელობდა, კვლავ წალკის ეპარქიას უწინამძღვრებს.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ ჩაუდგება სათავეში ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიას.

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ეპარქიის მმართველობიდან 2019 წელს გადააყენეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე