სინოდის სხდომაზე განიხილეს დავით გარეჯის, ვაქცინაციის საკითხი - დეკანოზი ჯაღმაიძე

საქართველო, თბილისი - 16:36 | 11.02.2021
ნანახია: 598

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განაცხდებით, სინოდის დღევანდელ სხდომაზე, რომელციც ცოტა ხნის წინ დასრულდა, სხვა საკითხებთან ერთად დავით გარეჯისა და ვაქცინაციის საკითხი განიხილეს.

მისი თქმით, საპატრიარქო სინოდის სხდომის ოქმს უახლოეს საათებში გაავრცელებს.

"საკითხები ეხებოდა გარეჯს, ვაქცინაციის თემას, იყო რიგი საკითხებისა ზნეობრივი კუთხით შეფასებული, ყველაფერი ეს აისახება ოქმში, რომელიც რამდენიმე საათში გამოქვეყნდება", განაცხადა ჯაღმაიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე