ეროვნული გამოცდების ხანგრძლივობა და საგნებში მაქსიმალური/გამსვლელი ქულები განისაზღვრა

საქართველო, თბილისი - 14:44 | 11.02.2021
ნანახია: 1100

2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეული საგნის გამსვლელი ქულა და გამოცდის ხანგრძლივობა განისაზღვრა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ ის უცხოური ენისა და მათემატიკის გამოცდებში დააგროვებს ამ საგნებისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს, ზოგადი უნარების გამოცდაში - 30%-ზე მეტს, ხოლო ყველა სხვა საგანში - მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე