მეხანძრე-მაშველი თორნიკე კიპაროიძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 14:00 | 11.02.2021
ნანახია: 1530

სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა მეხანძრე-მაშველი თორნიკე კიპაროიძე. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველი სახანძრო კიბიდან ჩამოვარდა.

"სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა თორნიკე კიპაროიძე. მეხანძრე-მაშველი ხანძრის გამოძახებაზე იმყოფებოდა რა დროსაც სახანძრო კიბიდან ჩამოვარდა. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თორნიკე კიპაროიძე სახანძრო-სამაშველო ძალებში ერთი წელი მუშაობდა. მას მეუღლე და ერთი შვილი ყავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სამძიმარს უცხადებს ოჯახს და იზიარებს მათ მწუხარებას", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე