ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ

საქართველო, თბილისი - 12:04 | 11.02.2021
ნანახია: 494

ტყიბულში ძიძიგურის შახტის მე-17 უბნის მეშახტეები გაიფიცნენ.

პროტესტის ნიშნად მეშახტეთა ნაწილი შახტაში ჩაიკეტა და იქიდან ამოსვლაზე უარს ამბობს, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

მეშახტეები იანვრის თვის ხელფასის განახევრებას აპროტესტებენ. მეშახტეთა პროტესს ადასტურებს შახტის ადმინისტრაცია. მათი ცნობით, მეშახტეებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, თუმცა დეტალების გასაჯაროებისგან თავს იკავებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, შახტის ადმინისტრაციამ მეშახტეებს იანვრის თვის ანაზღაურება გაუნახევრა იმ მოტივით, რომ იანვარში ქვანახშირის მოპოვების თვიური გეგმა ვერ შესრულდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე