თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირი აალდა, დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს

საქართველო, თბილისი - 10:23 | 11.02.2021
ნანახია: 500

თბილისში, ასპინძის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირი აალდა. აფეთქებას ნგრევა და მსხვერპლი არ გამოუწვევია.

შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი. ისინი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

​გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულები რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებულები და მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მათ დამწვრობა მიღებული აქვთ სახისა და ზემო კიდურების მიდამოებში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე