524 მოქალაქე ტრანსპორტში ასვლას პირბადის გარეშე ასვლას ცდილობდა - კალაძე

საქართველო, თბილისი - 11:35 | 10.02.2021
ნანახია: 586

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენიდან 3 790 მგზავრს მიეცა გაფრთხილება პირბადის ტარებასთან დაკავშირებით. ამასთან, 524 მოქალაქე ტრანსპორტში ასვლას პირბადის გარეშე ასვლას ცდილობდა.

კალაძის თქმით, ერთხელ საპატრულო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო, რადგან მგზავრი არ ემორჩილებოდა მოთხოვნას და არ იკეთებდა პირბადეს.

"524 მგზავრი ეცადა საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე ასვლას, რაც ჩვენი თანამშრომლების მხრიდან იქნა აღკვეთილი. 3 790 მგზავრს მიეცა გაფრთხილება პირბადის ტარებასთან დაკავშირებით - ჩამოწეული პირბადით იყვნენ. ერთხელ დაგვჭირდა საპტრულო პოლიციის გამოძახება, დაპირისპირება იყიო პირბადის არგაკეთების გამო. ერთხელ არ დაიძრა ავტობუსი, რადგან მგზავრი არ ემორჩილებოდა მოთხოვნებს", - განაცხადა კალაძემ.

მუნიციპალურმა ტრანსპორტმა თბილისში მუშაობა 8 თებერვლიდან განაახლა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე