საქართველოში კორონავირუსის 544 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 11:11 | 10.02.2021
ნანახია: 519

საქართველოში კორონავირუსის 544 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 469 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 5 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 18 244 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11 615, პისიარტესტით – 6 629.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,98 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,64 პროცენტი, ხოლო ბოლო შვიდი დღის – 3,41 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 263 601 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 255 385 გამოჯანმრთელდა, 3 311 კი გარდაიცვალა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე