მეხუთე კლასიდან ზემოთ, მოსწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება

საქართველო, თბილისი - 12:54 | 09.02.2021
ნანახია: 523

მეხუთე კლასიდან ზემოთ, მოსწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ არსებული დადებითი დინამიკის შესანარჩუნებლად მიიღო.

“ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა სკოლაში, დაწყებული მეხუთე კლასიდან ზემოთ, მოსწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადეების ტარება. რაც შეეხება დეტალურ ინსტრუქციებს, ეს დღესვე დაურიგდება სკოლებს და ყველა სკოლა ამაზე მოახდენს კომუნიკაციას მშობლებთან. ეს დაიწყება უკვე ხვალიდან. ყველაფერი კეთდება იმ კარგი დინამიკის შესანარჩუნებლად, რომელიც უკვე გვაქვს. ეს სასიხარულო ამბავია, მაგრამ ამას შენარჩუნება სჭირდება”, - თქვა ჩხენკელმა და აღნიშა, რომ სკოლა აუცილებლად უნდა იყოს, არის და იქნება უსაფრთხო ადგილი ყველასთვის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე